„ჩვენ და გალაკტიონი“
სასწავლო ექსკურსია სოფელ ჭყვიშში
პროექტის მთავარი იდეა: გავაცნო მოსწავლეებს გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია და მისი პოეზიის საუკეთესო, მათთვის უცნობი ნიმუშები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ სასწავლო პროგრამით გაუთვალისწინებელ ნაწარმოებებს, დაეუფლებიან ინფორმაციის მოძიების გზებს, ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები, ასევე ექსკურსიაზე ქცევის წესები.
პროექტის მიზნები: გალაკტიონ ტაბიძის სახლ–მუზეუმის ნახვა. მოსწავლეებისათვის პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 1 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაათვალიერებენ გალაკტიონის სახლ–მუზეუმს, უფრო მეტს გაიგებენ პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, მოიპოვებენ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელთა საშუალებითაც გააკეთებენ ბუკლეტებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, რვეული, საწერკალამი, თანამედროვეთა და შთამომავალთა მოგონებები გალაკტიონზე, ლექსების კრებული, ინტერნეტი, ვიდეო და ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. თემა შევარჩიე მოსწავლეთა სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
2. კლასი დავყავი 3 ჯგუფად და გავანაწილე დავალებები: ერთ ჯგუფს მივეცი დავალება, ინტერნეტიდან მოიძიონ ამომწურავი ინფორმაცია გალაკტიონის ცხოვრების შესახებ. მეორე ჯგუფს ვთხოვე, მოეძიათ მასალები, სადაც ნაჩვენები იქნებოდა, როგორ ახასიათებენ ან რას ყვებიან თანამედროვენი დიდი პოეტის შესახებ. მესამე ჯგუფს კი მივეცი დავალება, მოეძიათ გალაკტიონის პოეზიიდან მათთვის უცნობი და ამასთანავე, შთამბეჭდავი ნიმუშები.
3. სკოლის გაზეთისათვის დაწერონ სტატია ექსკურსიით მიღებულ შთაბეჭდილებებზე მოპოვებული ფოტომასალის თანდართვით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული.
ქართული VIII. 4. მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების სტრატეგიებს.
ქართული VIII. 10. წერილობით გადმოსცემს თვალსაზრისს, მსჯელობს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა სიამაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanasiamashvili@gmail.com